დღეიდან ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში შეუძლია

დღეიდან გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ, დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ს გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე.

„აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, 2019 წლის იანვრისა და შემდგომი საანგარიშო პერიოდების დეკლარაციების შეფასება მოხდება ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით.

დაბალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა წარმოდგენილი დეკლარაციების არანაკლებ 90% იქნება, ყოველთვიურად აისახება დღგ-ის დაბრუნების ბარათზე. მაღალი რისკის დეკლარაციები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება თვის განმავლობაში წარმოდგენილი დეკლარაციების 10%-ს, გადავა ხელით შესწავლის რეჟიმში.

შესწავლის შემდეგ შესაძლებელია, მოხდეს დეკლარაციით დასარიცხი თანხების კორექტირება ან დეკლარირებული მონაცემების შეუცვლელად ასახვა ,,დღგ-ის დაბრუნების“ ბარათზე.

მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პორტალზე (გადამხდელის პირად გვერდზე) შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

აღნიშნული ინიციატივა, თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს უპრეცედენტო რეფორმას საგადასახადო სისტემაში.

პროცესი სრულად ეფუძნება მოწინავე საგადასახადო ორგანოთა თანამედროვე გამოცდილებას და ეყრდნობა რისკზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეფორმა გასული წლის დასაწყისში დაანონსდა და მისი მოსამზადებელი სამუშაოები ერთ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა