თბილისში 2017 წლიდან მიმდინარე შეფილდის უნივერსიტეტის სამაგისტრო MBA პროგრამაში პროფესორი ტაილეკოტი ბიზნეს-ეკონომიკას ასწავლის

ჩინური კალენდრის მიხედვით, 2019 წელი ღორის წელიწადია. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩინელებისთვის ღორი წარმოადგენს წარმატებისა და პატიოსანი მძიმე შრომის სიმბოლოს. მიმდინარე წელს გაწეული იქნება დიდი მოცულობის მძიმე შრომა, თუმცაღა წარმატების პერსპექტივა ცოტა არ იყოს, ბურუსით არის მოცული. აღნიშნული ბურუსის ნაწილი მოდის ჩინეთზე.

კეთილდღეობის არსი მდგომარეობს ვალში: ვერავინ აიძულებს კომპანიებსა და პიროვნებებს მნიშვნელოვანი სახსრების დახარჯვას, განსაკუთრებით კი თანხების ინვესტირებას ვალის ზრდის გარეშე, სწრაფი ზრდის მიზნით. ვალთან დაკავშირებულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გარკვეული დროის შემდგომ, ისინი, ვისაც შეუძლიათ სესხის აღება, იღებენ იმ მოცულობის ვალს, რომელიც მათთვის მატერიალურად ხელმისაწვდომია. აღნიშნულის შემდგომ, დამატებითი სესხები ერგება მათ, ვისზეც ბანკი არ გასცემს სესხს. აღნიშნული ვრცელდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის. ლათინური ამერიკის ქვეყნებში მე-20 საუკუნის 80-იან წლებს ეწოდება დაკარგული ათწლეული, ვინაიდან 70-იან წლებში აღნიშნული ქვეყნების ბიზნესებისა და ხელისუფლების მიერ ახლად გამდიდრებული შუა აზიელი ნავთობის მწარმოებლებისგან აღებული იქნა დიდი მოცულობის სესხები, რომლებმაც ვერ იპოვეს ვერავინ, ვისზეც გასცემდნენ სესხს. გარკვეულ პერიოდში, მსესხებელი პრაქტიკულად გადახდისუუნაროდ გადაიქცა და ვალების დასაფარად მას დასჭირდა ათწლეულზე მეტი.

აშკარა მაჩვენებელი იმისა, რომ აღნიშნულ ქვეყნებს შეექმნებოდათ პრობლემები, გახლდათ ბალანსის დეფიციტი მათ მიმდინარე ანგარიშებზე: ისინი გაცილებით მეტს ხარჯავდნენ გაცილებით მეტს (იმპორტზე), ვიდრე ისინი გამოიმუშავებდნენ ექსპორტის მეშვეობით და შესაბამისად, სხვაობის უმეტესი ნაწილი გარდაიქმნა დამატებით სესხად. (21-ე საუკუნის დასაწყისში, ბერძენ სტუდენტებს მივუთითებდი მათი ქვეყნის მიმდინარე ანგარიშებზე არსებული დეფიციტის თაობაზე. სტუდენტების წინაშე დაისვა შეკითხვა, თუ რამდენი ხანი იქნებოდა საჭირო მათი მოსაზრებით აღნიშნულის გამოსასწორებლად. საბერძნეთს ძალიან გაუმართლებდა, თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანას დასჭირდებოდა ერთი ათწლეული).

ამგვარი გადასახადების დისბალანსის დაბალანსებასთან დაკავშირებული კარგი სიახლეა ის, რომ აღნიშნული გაცილებით მოკრძალებულია არსებულთან შედარებით. 2014-15 წლებში ნავთობის ფასის ვარდნამდე, ნავთობის რიგ მწარმოებლებს ჰქონდათ დიდი მოცულობის ნამატი იმასთან შედარებით, თუ რისი დახარჯვაც მათ შეეძლოთ, ხოლო ნავთობის მრავალი იმპორტიორი „შეზღუდული ჰქონდა საგადამხდელო ბალანსი“ ნავთობის მაღალი ღირებულების გამო. ჩინეთს, იაპონიასა და გერმანიას გააჩნდა საკმაოდ დიდი მოცულობის ნამატი. ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენდა ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც მიმდინარე ანგარიშზე აღენიშნებოდა დიდი მოცულობის დეფიციტი. მაშინაც კი, ამერიკის ხელისუფლება წარმოადგენდა საკმაოდ უსაფრთხო მსესხებელს, თუმცაღა ამერიკისგან მსესხებლები არ აღმოჩნენ ასეთები.

აღნიშნულს თან მოჰყვა ფიქლის ნავთობი და ფიქლის გაზი, რამაც გამოიწვია ნავთობის ფასის დაცემა. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენდა ფიქალი. მოცემული დროისათვის ამერიკის დეფიციტი საკმაოდ შემცირდა, და ამერიკის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაბალანსდა: ნავთობის მაღალი ღირებულება? ნავთობისა და გაზის მწარმოებლებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს. დაბალი ფასი? ავზების შევსების შემდგომ ამერიკელ მომხმარებელს გაცილებით მეტი თანხა რჩება დასახარჯად. ამერიკას შეუძლია გადახედოს სტაბილური განვითარების ათწლიან პერიოდს, სადაც არ არსებობს რეცესიის ნიშანი. ამერიკის ეკონომიკამ უნდა შეძლოს ჩინეთთან უთანხმოების დაძლევა. ნავთობის ექსპორტიორებს რაღა თქმა უნდა გააჩნიათ გაცილებით მცირე მოცულობის ნამატი, თუ აღნიშნული საერთოდ არსებობს. ჩინეთს და იაპონიას გააჩნიათ აღნიშნული.

ეკონომიკაში არსებულ ყველაზე საშინელ N 2 პრობლემას წარმოადგენს ჩინეთი. ჩინეთში არსებული მიმდინარე პრობლემების გააზრებაში დაგვეხმარება 2008-9 წლის ბოლო უდიდესი მარცხი. ამერიკას გააჩნდა მრავალი ვალი, შიდა - უმეტესად ამერიკელების მიერ ამერიკელებისათვის გაცემული სესხები. აღნიშნულით გამოწვეულ კრიზის შედეგად მოჰყვა შოკის მომგვრელი რეცესია, თუმცაღა საბოლოოდ აღნიშნული დასრულდა არსებულზე მცირე მოცულობის სესხებით. ჩინეთსაც გააჩნდა საკმაოდ დიდი მოცულობის ვალი - არც ისე დიდი - თუმცაღა, ამერიკული / დასავლური რეცესიის „დაჭერის“ თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი მიმართა ქვეყნის ეკონომიკისკენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ „დაარწმუნეს“ ადგილობრივი ხელისუფლება და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები რომ დაეხარჯათ თანხები, თუმცა მნიშვნელობა არ ჰქონდა ხარჯვის მიზანს - მთავარია დაეხარჯათ და სესხები აეღოთ საჭიროების შესაბამისად. ამრიგად, მათ წინაშე არსებული ვალები შედარებითია ამერიკის 2008 წლის მდგომარეობასთან. მათ თითქმის გაიმეორეს 2009 წლის პოლიტიკა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ შეძლებენ ეკონომიკური მშვიდობის დამყარებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ...... იმედი დავიტოვოთ, რომ ღორს საკმაოდ კარგი ნერვები აქვს.

თბილისში შეფილდის უნივერსიტეტის სამაგისტრო MBA პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით: +995 577 221 166

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო