მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის 250 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფისა და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

„ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით პარტნიორობაზე და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში EIB-ის დაფინანსებით განხორციელდა. მათ შორის საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტ Innovfin-ს, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ემსახურება და აღინიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური პროექტების განვითარებას“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრემიერმა ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს საგზაო დერეფნის განვითარების მიმართულებით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ინვესტიციებს და ბანკის ფინანსურ წვლილს სატრანსპორტო კომუნიკაციის, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

აღსანიშნავია, რომ EIB-ის მიერ დღემდე საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო კერძო სექტორში ბანკს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა