ენერგიის განახლებადი წყაროების საქართველოში დანერგვის სტრატეგიის განხილვა BTU-ში განხორციელდა

ენერგიის განახლებადი წყაროების გენერაცია და მისი ინტეგრაცია ქსელში საქართველოსთვის მეტად აქტუალური საკითხია. შესაბამისად, შეიქმნა და ვითარდება განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ბაზა.

ბოლო პერიოდში მომრავლდა კომპანიების რაოდენობა, რომლებიც განახლებადი ენერგიების მიმართულებით საქმიანობენ. აღნიშნულ სფეროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა სწორი და მასშტაბური განვითარებისთვის აუცილებელია აქტიური მუშაობა და ჩართულობა როგორც სახელმწიფოს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრმა და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მაია მელიქიძემ და უნივერსიტეტის ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ენერგო-პრო ჯორჯიამ, USAID Energy Program-ის წარმომადგენლებმა და სხვა პარტნიორებმა პანელური დისკუსია გამართეს. დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევა და ენერგიის განახლებადი წყაროების საქართველოში დანერგვის სტრატეგია.

,,უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციებს, რათა კვლევითი დოკუმენტი პასუხობდეს საქართველოში არსებულ გამოწვევებს’’ , - აცხადებს სემეკის წევრი, მაია მელიქიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო