ირაკლი აბესაძე „თიბისი ბანკზე“ - ბიძინა ივანიშვილის შეტევა განპირობებულია იმით, რომ სრულად აკონტროლებდეს ფინანსებს, რაც ქვეყანაშია

ბიძინა ივანიშვილის შეტევა განპირობებულია იმით, რომ სრულად აკონტროლებდეს ფინანსებს, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

აბესაძე ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებში ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.

"პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან "თიბისი ბანკზე" შეტევამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რელობა, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, რომლებიც პირდაპირ ინსტრუმენტად იქცა მისი სხვადასხვა ახირებების შესრულების, ასეთივე ტიპის ინსტრუმენტად იქცა ეროვნული ბანკი. მარეგულირებელი ორგანო, რომელიც ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მდგარი ქვეყნისთვის მძიმედ აისახება ჩვენს საინვესტიციო იმიჯზე. ბიძინა ივანიშვილოს შეტევა განპირობებულია სრულად აკონტროლებდეს ფინანსებს, რომელიც ქვეყანაშია და მსხვილ ინფრასტრუტურულ პროექტებს. მეორე მხრივ, ის შეტევას ახორციელებს ყველა იმ ადამიანზე, რომელშიც შესძლოა, პოტენციურად ხედავდეს მომავალში კონკურენტს", -აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო