რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობაზე 250 მლნ ევრო დაიხარჯება

„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვაფასებთ „ევროპის საინვესტიციო ბანკთან“ თანამშრომლობას. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ „ევროპის საინვესტიციო ბანკი“ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორი საქართველოსთვის და ჩვენ მასთან ურთიერთობის გამორჩეული ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირის ფინანსურმა მხარდაჭერამ სწორედ „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ გავლით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საგზაო დერეფნის თვალსაზრისით ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციები და ა.შ.“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ბანკის წვლილს სატრანსპორტო დერეფნის, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მიერ გამოყოფილი 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მიმართული იქნება კონკრეტულ პროექტებზე, კერძოდ, - რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. აღნიშნული მაგისტრალები საქართველოს საგზაო სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ჩვენ ასევე მივესალმებით ბანკის გადაწყვეტილებას, გაზარდოს ოპერაციების მოცულობა კერძო სექტორში და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მან დღეს გამართულ შეხვედრაზე „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ წარმომადგენლებს სთხოვა, რომ საქართველოს ჰქონდეს წვდომა ე.წ. ინოვაციური პროგრამების და პროექტების დაფინანსებაზე.

„ჩემი მთავრობისთვის განათლების სექტორის რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიორიტეტია და მასთან ასოცირებული პროექტების განვითარება პრიორიტეტია. მე დარწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით ჩვენ შევძლებთ, რომ მეტი ევროპული კომპანია მოვიზიდოთ ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ახალი ფინანსური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც დაგვეხმარება გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში. იმედი გვაქვს, ბანკი გააგრძელებს ქვეყანაში რეფორმების მხარდაჭერას, რომელთა მიზანია ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა“, - აღნიშნა პრემიერმა და „ევროპის საინვესტიციო ბანკს“ მადლობა გადაუხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა