პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსთავში მშენებარე ორ ახალ საპყრობილეში პატიმრებს გუანტანამოს ციხიდან ჩამოიყვანენ

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსთავში მშენებარე ორ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ამერიკიდან, ე.წ. გუანტანამოს ციხიდან ჩამოყვანილი პატიმრები მოიხდიან.

„გუანტანამოს ციხის პატიმრების ჩამოყვანა ეს არის სიცრუე. რუსთავის ახალ დაწესებულებებში საშუალო რისკის მქონე პატიმრების განთავსება იგეგმება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში რუსთავის მცხოვრებლებში არსებული ინფორმაციის საპასუხოდ.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, რუსთავში მშენებარე ორი ციხიდან ერთი 120 პატიმარზე, მეორე კი 700 პატიმარზეა გათვლილი. უწყებაში განმარტავენ, რატომ შეირჩა ახალი ციხეებისათვის რუსთავი და ქალაქის ისეთი დასახლებული ტერიტორია, როგორიც ე.წ ჭყონდიდელის დასახლებაა.

„ამ პროექტისთვის საჭირო იყო ისეთი ტერიტორიის შერჩევა (დაახლოებით 20 ჰექტარი), სადაც შესაძლებელი იქნებოდა ორი პენიტენციური დაწესებულების განთავსება; სახელმწიფომ შემოგვთავაზა ის ტერიტორია, რაც გააჩნდა თავისუფალი; ადგილის შერჩევისას ასევე მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების სიახლოვე, რადგან თუ არ იქნება ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და წყალი, ვერ აშენდება საერთაშორისო სტანდარტის დაწესებულება. ასევე გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა ( ვიზიტორი პირებისთვის) და კლიმატური პირობები - მშრალი კონტინენტური ჰავა“, - განმარტეს პენიტენციურ სამსახურში და იქვე ხაზი გაუსვეს, რომ ახალი დაწესებულებები რუსთაველებისათვის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

საერთო ჯამში ორივე დაწესებულებაში 600-ს ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. ორივე პროექტში 50 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა