ილიაუნის კურსდამთავრებული - ბრძოლისთვის ძალების მოკრება გვჭირდება და შიმშილობის შეწყვეტა ლოგიკური იყო

ვთვლით, რომ ამ ბრძოლისთვის ძალების მოკრება გვჭირდება, შიმშილობის შეწყვეტა ლოგიკური იყო, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სალომე გოჩოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ბრძოლაში დასჭირდებათ ძალები, რადგან წესდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რაც შესაცვლელია.

„შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ შიმშილობის შეწყვეტა ამ შემთხვევაში არის ლოგიკური. რაც შეეხება საბჭოს შეხვედრას, განხილული იყო ის, რომ სამუშაო ჯგუფი იმუშავებდა წესდებაზე, მის შეცვლაზე და ფაკულტეტის, ანუ ბიზნესის სკოლის სტატუსთან დაკავშირებით. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სტატუსი ექნება ბიზნესის სკოლას, მაგრამ იმედია სამუშაო ჯგუფი შევძლებთ ფაკულტეტს ის სტატუსი ჰქონდეს, რაც სტუდენტების უმრავლესობას სურს“, - განაცხადა სალომე გოჩოლეიშვილმა.

როგორც ცნობილია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ გუშინ, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი იწყებს მუშაობას წესდების შესაცვლელად, ასევე ფაკულტეტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად, სტუდენტები აგრძელებენ პროტესტს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო