ნიკა მელია - "ქართული ოცნება" გადაფარებულია მოსამართლეებზე და შეიძლება ხელი გაგარტყან მათ გამო

"ქართული ოცნება" გადაფარებულია მოსამართლეებზე და შეიძლება ხელი გაგარტყან მათ გამო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების შესახებ მომზადებული კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მელიას შეფასებით, მოსამართლეები ხელისუფლებაზე მავთულით არიან მიბმული.

"ვინმეს სჯერა, რომ მდინარაძეს არ მოწონდა და ახლა მოწონს მურისიძე და ჩინჩალაძე?! ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, პოზიციაა ისეთი, რომ ისინი უნდა დაინიშნონ უვადოდ. ივანიშვილის პოზიციაა, რომ მურუსიძე უნდა იყოს ლიდერი ფორმალური თუ არაფორმალური, სასამათლო სისტემაში," - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა