მამუკა მდინარაძე - ვინც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის შეჩერების პროექტი შემოიტანა, ერთი წლის წინ ამ საკითხზე ხმა პირიქით მისცა

ვინც დღეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის შეჩერების პროექტი შემოიტანა, ერთი წლის წინ ამ საკითხზე ხმა პირიქით მისცა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის ყველა არგუმენტი გაიზიარა, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ეს მაშინ გავიზიარეთ ჩვენც და გაიზიარა ვენეციის კომისიამ. უფრო მეტიც, 3-წლიან გამოსაცდელი ვადის არსებობას სკეპტიკულად უყურებდნენ, ისევე როგორც ვენეციის კომისია ამბობდა, რომ მოსამართლეთა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა საერთოდ არ უნდა იყოს. დღეს რადიკალურად განსხვავებულ სიტუციას ვხედავთ. არ მინდა კონკრეტული მიზეზის თაობაზე ჩემი ვარაუდები გამოვთქვა, მაგრამ პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი საერთოდ აცდენილია იმ რეალობას, რასაც ჩვენმა კოლეგებმა ერთი წლის წინ მხარი დაუჭირეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი “საერთო სასამართლოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესება.

პროექტი პარლამენტის წევრების - ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ოთარ ჩრდილელის, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ალექსანდრე ერქვანიას, დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი.

კომიტეტმა მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების თაობაზე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო