დავით ბაქრაძე - მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ - მობრძანდეს პარლამენტში

მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის და "თიბისი ბანკის“ მიმართ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხაზარაძემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საზოგადოებას მიაწოდებს კონკრეტულ დოკუმენტებს და ინფორმაციას, ამიტომ დავით ბაქრაძე თვლის, რომ მამუკა ხაზარაძე უნდა მივიდეს პარლამენტში და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად დაესწროს საკომიტეტო მოსმენას.

"მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ, მობრძანდეს პარლამენტში ისიც, დაესწროს საკომიტეტო მოსმენას, სადაც იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მობრძანდეს ამ კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის წევრებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ღიად და გასაგებად ვისაუბროთ ყველაფერზე. რა ხდება, რა მდგომარეობაა და რა პრეტენზიები აქვს ეროვნულ ბანკს "თიბისი ბანკის“ მიმართ და "თიბისი ბანკს“ ეროვნული ბანკის მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება საზოგადოებისთვის ყველაზე მისაღები ფორმა, რომ საპარლამენტო ფორმატში "თიბისი ბანკის“ პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთმანეთს ღიად, არგუმენტებით დაუპირისპირდნენ და არგუმენტებით გაირკვეს, რომელი მხარე არის მართალი და რომელ მხარეს რა პრეტენზია აქვს," - განაცხადა ბაქრაძემ.

გარდა ამისა, დავით ბაქრაძე "თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესების შესახებ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც გამოეხმაურა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, გულწრფელობა ურჩია.

"რა თქმა უნდა, მამუკა ხაზარაძის გადასაწყვეტია, რამდენად გულწრფელი ან არაგულწრფელი იქნება ამ ყველაფრის შეფასებაში, მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ თუ მას სურს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება, ის უნდა იყოს გულწრფელი საზოგადოებასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება, რას და რატომ ედავება ხელისუფლება "თიბისი ბანკს“ და რა დგას და ვინ დგას ამ დავის უკან. ამიტომ, რაც უფრო გულწრფელი იქნება მამუკა ხაზარაძე, მით უფრო მეტი შანსი და პერსპექტივა ექნება მას საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების," - განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა