მაია ცქიტიშვილი - გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისგან, ერთია - ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ  გარიგებას ეხება

ერთია, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას, მინდა გავმიჯნოთ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე გამოძიების გამო, ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვისგან ინვესტორებმა თავი შეიკავონ.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ აღნიშნა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას შორის არის ძალიან კარგი თანამშრომლობა. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს და დავადასტურო, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რათა დავეხმაროთ მათ და ხელი შევუწყოთ. კერძოდ, ორიოდე კვირის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ბანკების წარმომადგენლებთან და ჩვენ მუდმივად და ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ამდენად, მინდა გავმიჯნოთ ეს ორი საკითხი ერთმანეთისგან. ერთი არის ანაკლიის პორტის მშენებლობა და ამ მიმართულებით მთავრობის რამდენიმე ძირითადი სტრუქტურის მხრიდან აქტიური თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ამ პროექტის მხარდაჭერა და, მეორეა - ის საგამოძიებო მოქმედებები ან საკითხები, რომელიც ეხება უშუალოდ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას. ამდენად, მე ამ ორ რამეს ერთმანეთთან არ დავაკავშირებდი და ჩვენი, როგორც მთავრობის და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიებამ, შესაძლოა, ინვესტორების მოზიდვას შეუშალოს ხელი. „ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და ინფორმაციის ის გაჟონვები, რომელიც „გუგლში“ და უამრავ საერთაშორისო პრესაში მოხვდა, თითქოს მე და ბადრი ჯაფარიძეს რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელი საფინანსო ინსტიტუტი მოაწერს ხელს ერთ-ერთ მთავარ ინვესტორთან და კომპანიის თავმჯდომარესთან, რომელთან მიმართებაშიც პარალელურად იხსნება ე.წ. არარსებული საქმე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო