აკაკი ბობოხიძე - სემეკიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ საოჯახო სასტუმროებისთვის, როგორც იურიდიული პირებისთვის,  წყლის გადასახადის დაწესებას აპირებენ

სემეკიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ საოჯახო სასტუმროებისთვის, როგორც იურიდიული პირებისთვის, წყლის გადასახადის დაწესებას აპირებენ, რაც დამღუპველი იქნება ამ სექტორისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

„სემეკიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ე.წ. საოჯახო სასტუმროების განხილვას აპირებს, როგორც ბიზნესის, რაც მართლაც ასეა, მაგრამ აპირებენ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც თვითონ შეძლეს ამ ტოტალური უმუშევრობის პირობებში მორგებოდნენ სიტუაციას და რაღაც შემოსავალი გაეჩინათ, თავიანთ სახლებს აქირავებენ, დაუწესონ წყლის გადასახადი. ეს დამღუპველი იქნება ამ სექტორისთვის, წყალს აუცილებლად მოჰყვება შემდეგ გაზის ტარიფი და ელექტროენერგიაც“, - განაცხადა ბობოხიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა