FAO - საქართველოში 2018 წელს ჯილეხის შემთხვევები შემცირდა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში არსებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს, ადამიანებსა და ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები შემცირებულია. 2017 წელს 100, 000 მოსახლეზე 0.9 ჯილეხის შემთხვევაა ფიქსირდებოდა, 2018-ში კი აღნიშნული ნიშნული 0.6 შემთხვევამდე შემცირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნულ სააგენტოდან აცნობეს, ანალოგიურ პერიოდში, 15 შემთხვევიდან 11-მდეა შემცირებული ჯილეხის შემთხვევები ცხოველებში.

მათივე ინფორმაციით, 2014 წლიდან, როგორც ადამიანებში ასევე ცხოველებში ჯილეხის შემთხვევები კლების ტენდენციით ხასიათდება. თუ 2013-ში ასი ათას მოსახლეზე ჯილეხის 3.2 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 0.6-მდე ანუ 5-ჯერ შემცირებულია. ადამიანების მსგავსად კლებაა ცხოველებში ფიქსირებულ შემთხვევებში, რომელიც 2013 წელს არსებული 40 შემთხვევიდან, 2018 წელს დაფიქსირებულ 11 შემთხვევამდეა დაკლებული.

ჯილეხი ზოონოზური (ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) დაავადებაა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ადამიანებსა და ცხოველებში, დაავადება შეიძლება ლეტალური შედეგითაც დასრულდეს.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის (NAITS) ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განმარტებით, ჯილეხის შემთხვევების კლება პირდაპირ უკავშირდება, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით განხორციელებულ მთელ რიგ აქტივობებს, მათ შორის ცხოველთა უფასო ვაქცინაციის პროგრამას.

„ჯილეხის შემთხვევების კლება, პირდაპირაა დაკავშირებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიზანმიმართულ პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების უფასო ვაქცინაცია, არამხოლოდ ჯილეხზე არამედ, ბევრ დაავადებებზე, როგორიცაა მაგალითად ბრუცელოზი, თურქული, ნოდულარული დერმატიტი, ყვავილი და სხვა“, - განაცხადა სოხაძემ.

მისივე განმარტებით, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის განახლებულ, ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის შემგომ, კიდევ უფრო ეფექტურად მოხდება დაავადებების მართვა, ვინაიდან იდენტიფიკაცია - რეგისტრაციის პროგრამით შესაძლებელია არამხოლოდ ცხოველთა რეგისტრაცია და მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი, არამედ, იგი უზრუნველყოფს მომენტალურ მიკვლევადობას, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო, დონორებთან ერთად, საერთაშორისო ექპერტების ჩართულობით, ერთობლივად მუშაობენ ჯილეხის ახალ სტრატეგიაზე, რომელიც მორგებულია ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს. სტრატეგია ასევე ითვალისწინებს კომპენსაციის პოლიტიკის ეტაპობრივ დანერგვას. აღნიშნული სტრატეგიით გაუჯობესდება, ჯილეხის შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მექანიზმი, ხოლო კომპენსაციის სისტემის არსებობით თითქმის მინიმუმამდე დავა დაავადებით მიყენებული ზარალი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო