თბილისის ბიბლიოთეკარები კახა კალაძეს მიმართავენ

თბილისის ბიბლიოთეკარები თბილისის მერს კახა კალაძეს თხოვნით მიმართავენ, არ გაუქმდეს სსიპ-ი და მათი ა(ა)იპ-ში გადაყვანა არ მოხდეს.

ბიბლიოთეკარების განცხადებით, სსიპ-იდან ა(ა)იპ-ში გადასვლის პროცესი წელს მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის მიერ გააქტიურდა, რომლის უკანაც თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია დგას.

„ბატონო კახა, სსიპ- ის მთავარი ბიბლიოთეკების თანამშრომლების მიმართ, კვლავ დაიწყო გაურკვევლობა და უცნაური შემოთავაზება. არაუფლებამოსილი პირი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი შეხვედრებს აწყობს, ბიბლითეკების თანამშრომლებთან და ვითომ „ნებაყოფლობით“ გადასვლას ითხოვს სსიპ-იდან ა(ა)იპ-ში და ვერც ასაბუთებს რატომ. რა თქმა უნდა, მის უკან დგას თქვენი მოადგილე, სოფო ხუნწარია. ის, რაც ვერ შეძლო გასულ წელს, უნდა წელს განახორციელოს.

ბიბლიოთეკების თანამშრომლების საინიციატივო ჯგუფი, მოგმართავთ თხოვნით, არ გააუქმოთ სსიპ-ი და არ მოხდეს ჩვენი ა(ა)იპ-ში გადაყვანა. ეს იქნება დიდი შეცდომა, რადგან ბიბლიოთეკების განვითარებას ას წელზე მეტი ისტორია აქვს. ეს არის სახე ქალაქის, წიგნის კითხვის კულტურის ცენტრი და თავისი მუშაობის სპეციფიკით აბსოლუტურად განსხვავდება მედიათეკებისგან, რომელსაც ხუთი-ექვსი წლის შექმნის ისტორია აქვს. სსიპ-ის დატოვების შემთხვევაში, მზად ვართ საინიციატივო ჯგუფი, საბიბლიოთეკო დარგის გამოცდილი სპეციალისტები დაგიდგეთ გვერდში და ბიბლიოთეკებში თქვენთან ერთად განვახორციელოთ რეფორმა და სიახლეები“, -ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, თბილისის ბიბლიოთეკარების საინიციატივო ჯგუფი ითხოვს პასუხს, რა უფლებით გადაეცა ნინია მაჭარაშვილს ბიბლიოთეკის თანამშრომლების პერსონალური მონაცემები. მათი განცხადებით, თუ ნინია მაჭარაშვილი ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან შეხვედრებს ისევ გააგრძელებს, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა