რომან კაკულია „თიბისი ბანკზე“ - ეს სიტუაცია ურტყამს ყველა ჩვენგანს და ქვეყანას - გამოძიების პასუხი გონივრული უნდა იყოს, რომ ეს ამ რისკად ღირდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ურტყამს ქვეყანას, თუმცა მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გონივრული პასუხი გასცეს.

როგორც კაკულიამ აღნიშნა, მას მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება შეკითხვებს გონივრულ და ადეკვატურ პასუხებს გასცემს.

„ეს სიტუაცია ურტყამს ყოველ ჩვენთაგანს და ქვეყანას, მაგრამ ამ ყველაფერს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ხოლო პასუხი იმდენად გონივრული უნდა იყოს, მივხვდეთ, რომ ეს პროცესი ამ რისკად ღირდა და ნამდვილად ისეთ საქმეზეა საუბარი, რომელზეც პროკურატურა თვალს ვერ დახუჭავდა. თუკი დავინახავთ სიტუაციას, როდესაც არაადეკვატურობასთან გვექნება საქმე, კრიტიკული შენიშვნები ობიექტური იქნება. წინასწარ არაფერს შევაფასებ, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს თავისი გონივრულობით და ადეკვატურობით უპასუხებს პროკურატურა და გამოძიება“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატს უჭირს შეფასების გაკეთება, თუ რამდენად გონივრული იყო პროკურატურის განცხადება, მაგრამ იმედოვნებს, რომ გამოძიების მიერ დეტალების გაჟღერების შემდეგ კომენტარის გასაკეთებლად უფრო „ზურგგამაგრებული იქნება“.

„ამ ეტაპზე, ვფიქრობ, გონივრული დრო არ გასულა იმისთვის, რომ საკითხის საპარლამენტო მოსმენაზე ვიფიქროთ, მაგრამ თუ ამ საჭიროებას დავინახავთ, ჩვენი კომიტეტი სწორედ ის არის, რომელმაც ეს საკითხი უნდა დააყენოს. ეროვნული ბანკის ქმედება აბსოლუტურად კანონიერების ფარგლებში იყო. ეს რომ არ გაეკეთებინა, შეკითხვები ნამდვილად გაჩნდებოდა. ეს უფრო მეტად იყო რეაქცია უკვე გაკეთებულ რეაქციაზე“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა