დიმიტრი ცქიტიშვილი - არც ერთ კონკრეტულ უწყებას, რომელიც არის მუდმივი წევრი უშიშროების საბჭოში,  არ უნდა ქონდეს უპირატესობა, რომ მან წარმართოს პროცესი

იქნებ ვიფიქროთ იმაზე, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი იყოს დამატებით ადამიანი და არა კონკრეტულად უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

„საბჭოს სამდივნო უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ხასიათის უწყებების პოზიციების გამაერთიანებელი და დამბალანსებელი. სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ არც ერთ კონკრეტულ უწყებას, რომელიც არის მუდმივი წევრი უშიშროების საბჭოში, არ უნდა ჰქონდეს უპირატესობა, რომ მან წარმართოს პროცესი. ეს უნდა იყოს ერთი მხრივ, შემაჯერებელი.

ამიტომ, მე ვფიქრობ და ჩემი კითხვა და შემოთავაზებაა, იქნებ ვიფიქროთ იმაზე, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი იყოს დამატებით ადამიანი და არა კონკრეტულად უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისგან არჩეული ერთ-ერთი პირი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ერთ-ერთ კონკრეტულ უწყებას და რომელი უწყების პოზიციაც იქნება დომინანტი,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სათათბირო ორგანო - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნება. პროექტის მიხედვით, საბჭოს რვა მუდმივი წევრისგან შედგება და ესენი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.

საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს დაეკისრება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა