აკაკი ზოიძე - ფადი ასლის ვურჩევდი, პოლიტიკური პარტია შექმნას

ფადი ასლის განცხადებები გაცდენილი არის ბიზნესსაზოგადოების კომენტარების ფორმას, რომელიც უნდა იყოს. ვურჩევდი პოლიტიკური პარტია შექმნას, -ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ფადი ასლის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ფადი ასლი ამბობს, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ანაკლიის პროექტი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, თვითონ „თიბისი ბანკი“ კი არის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი.

„შესაბამისად, ხელისუფლებას ინტერესი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ორივე პროექტის ხელშეწყობის. სხვა ინტერესი არ აქვს, რაც დაადასტურა თვითონ მამუკა ხაზარაძემ. ის, რომ ვიღაცას უნდა ხელში ჩაგდება, რუსეთის ინტერესებს ატარებს, ვიტყოდი, რომ არის წმინდა წყლის ტყუილი. ჩვენთვის მთავარია, რომ ამ პროცესმა პოლიტიკური დეესკალცია განიცადოს, ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს იმისათვის, რომ არანაირი ჩრდილი ანაკლიის პროექტს არ მიადგეს, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების ანაბრებს, რომელიც მათ აქვთ „თიბისი ბანკში", -აცხადებს ზოიძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს