ქართველმა პარამოფარიკავეებმა 2 ოქრო მოიპოვეს

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართული ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებასა და 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა პარამოფარიკავეებმა 2 ოქრო მოიპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პარასპორტის განვითარების ცენტრში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე პარამოფარიკავეებს - ირმა ხეცურიანს და ნინა თიბილაშვილს შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული წარმატებები მიულოცა. სპორტსმენებთან შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გაიმართა ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება და 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა, რომელზეც ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში, უკრაინელი მეტოქე, ოლენა ფედოტა 15-10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ირმა ხეცურიანის მე-14 ოქროს მედალია მსოფლიო თასის ტურნირებზე, რაც მართლაც გამორჩეული შედეგია.

„ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგიანად იასპარეზა და ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდის (15:7) დამარცხებით 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საინტერესოა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, თიბილაშვილისთვის ეს მესამე ოქროს მედალია - მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ის უკვე მესამე წელია არავის უთმობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ქართულ პარასპორტს წარმატებების მთელი სერია აქვს - ძიუდო, წოლჭიმი, მჯდომარე ფრენბურთი და, რა თქმა უნდა, პარაფარიკაობა, სპორტის ამ სახეობებში ქართველი სპორტსმენები განსაკუთრებული წარმატებებით ასპარეზობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო