სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთი ყოველთვის იყო ის ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას

საფრანგეთი ყოველთვის იყო ის ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, თავად არის იმის მაგალითი, რომ საფრანგეთი ქართულ ემიგრაციას ყველანაირ საშუალებას აძლევდა.

„საფრანგეთი ყოველთვის იყო ის ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას და ყველა საშუალებას აძლევდა იმისთვის, რომ თავი ეგრძნო საფრანგეთში ისე, როგორც თავის ქვეყანაში. მე ვარ ამის მაგალითი, რომ მივიღე ყველა ეს საშუალება, თუნცა ის, რომ დიპლომატიური კარიერა ბოლომდე მიმეყვანა ელჩის სტატუსამდე ისე, რომ არავის არასოდეს არ ჰქონია რამე პრეტენზია იმასთან მიმართებით, რომ მე ვიყავი ფრანგიც და ქართველიც ბოლომდე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.