ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა - მაშველები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან შევიდა.

„ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა: 87 ხე, 62 შენობის სახურავი, 32 ავტომანქანა, ბუნებრივი აირის 8 მილი, მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი, 4 სარეკლამო ბილბორდი.

ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო