არჩილ თალაკვაძე „თიბისიზე“ - ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა მოეშვან თვალთმაქცობას, რომ ბიზნესის ბედი ანაღვლებთ

ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, უნდა მოეშვან თვალთმაქცობას და საზოგადოების დარწმუნებას, რომ მართლაც ბიზნესის ბედი ანაღვლებთ, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, "თიბისი" ბანკის საქმეში ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები არაგულწრფელია.

არჩილ თალაკვაძემ "თიბისი" ბანკის საქმის საპარლამენტო რეჟიმში განხილვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ პარლამენტი უნდა დაელოდოს საგამოძიებო უწყებებისა და ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას.

"პარლამენტი ამ საქმეს ყურადღებით ადევნებს თვალს. ამ მომენტში მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს საგამოძიებო სტრუქტურებმაც, მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას "თიბისი" ბანკის დამფუძნებლებმაც. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მივიღოთ ეს ინფორმაცია და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები. ბანკს და ბიზნესს სახელმწიფოსგან აქვს მხარდაჭერა. კერძო ბიზნესის დაცვა ეს არის „ქართული ოცნების“ ღირებულება, რომლითაც ჩვენ ხელისუფლების პერიოდში ვსაქმიანობთ," -განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა