ირაკლი აბესაძე უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის როლზე - არ შეიძლება საკითხი დავტოვოთ ბახტაძე-ზურაბიშვილის კეთილგანწყობის იმედად

არ შეიძლება საკითხი დავტოვოთ ბახტაძე-ზურაბიშვილის კეთილგანწყობის იმედად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის როლი და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ადეკვატური პრობლემების და გამოწვევების წინაშე.

„მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად არის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტს მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით. პრეზიდენტი პრემიერის წარდგენით იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენოს თავდაცვის ძალები, ასევე იღებს გადაწყვეტილებას დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ. ასევე წევს საერთო კოორდინაციას. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელის შეწყობაზე, სწორედ ამ კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაზე, არ შეიძლება არგუმენტად მივიღოთ პასუხი, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ გვაძლევს შესაძლებლობას პრეზიდენტმა მიიღოს ინფორმაცია ეროვნული უშიშროების საბჭოდან.

არ შეიძლება ეს საკითხი დავტოვოთ ბახტაძე-ზურაბიშვილის კეთილგანწყობის იმედად. ჩვენ უკვე ვნახეთ კვირიკაშვილი-მარგველაშვილის ურთიერთობა, უფრო სწორედ ივანიშვილი-მარგველაშვილის ურთიერთობა, როდესაც გაბრაზებულმა ივანიშვილმა ფაქტობრივად აგიკრძალათ მარგველაშვილთან ურთიერთობა. ხვალ, ერთი ან ოთხი წლის შემდეგ თუკი მსგავსი კრიზისი შეიქმნება, არ შეიძლება დამოკიდებული იყოს ივანიშვილის კეთილ ნებაზე. ეს არ არის პრემიერის პირადი სამდივნო“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს