თბილისის საკრებულოში დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს რეგიონალური დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს განიხილავენ.

სხდომას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, ურბანული საქალაქო სამსახურის უფროსი სანდრო ტოგონიძე, "სითი ინსტიტუტის" წარმომადგენლები და სხვა პირები ესწრებიან.

კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძის განცხადებით, მერიამ საკრებულოში დედაქალაქის გენგეგმის პროექტი გადააგზავნა. საკრებულო აქტიურად მუშაობს ამ პროექტზე და იმ რეგულაციებზეც, რომელიც მნიშვნელოვნია და დედაქალაქის გენგეგმასთან ერთად მიიღებენ. კერძოდ, ეს არის საკრებულოს 14/39 დადგენილება და მასში შესატანი ცვლილებების პროექტი. სოხაძის განმარტებით, ამ დოკუმენტის სრულყოფისთვის და ახალი პროექტის წარმოსადგენად მერია აქტიურად მუშაობს.

სხდომის მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძე მიმართა. მისი თქმით, მათი სურვილია, ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა იყოს ისეთი დოკუმენტი, რომლის განხორციელებას მერია დიდი ყურადღებით მოეკიდება. ბითაძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში მიიღებენ ისეთ რეგულაციებს, რომლის შედეგადაც დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები აღარ იქნება.

"იქედან გამომდინარე, რომ გენგეგმა უნდა იყოს აღსრულებადი დოკუმენტი, ჩვენ მასთან ერთად მუშაობას ვასრულებთ განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში უკვე დაანონსებულია, რომ აღარ მოხდება პარამეტრების მატება, კა2 ვგულისხმობ, არც ცენტრალურ, არც პერიფერიულ უბნებში, არც საგამონაკლისო შემთხვევებში ოფისისთვის ან სასტუმროსთვის, არც ინდივიდუალურ ნაკვეთებზე და არც განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში. ვფიქრობთ, ეს ერთის მხრივ გამოწვევაა საამშენებლო სექტორისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, შუალედურ პერსპექტივაში უზრუნველყოფს სექტორის დაბალანსებას და შეგვეძლება ქალაქის სწორ განვითარებაზე ფიქრი და საუბარი", - განაცხადა ბითაძემ.

მერის მოადგილემ ისაუბრა ე.წ. ჩარჩო გეგმებზეც. კერძოდ, მისი თქმით, ცნობილია, რომ „სითი ინსტიტუტს“ გარკვეულ ტერიტორიებზე სამომავლო განვითარების გეგმები უნდა მოემზადებინა. დროში რომ არ გაიწელოს, მერია ამ ჩარჩო გეგმებისთვის განკუთვნილ ბევრ ტერიტორიაზე უკვე ამზადებს ტექნიკურ დავალებებს განაშენიანების რეგულირების გეგმების მოსამზადებლად. ბითაძის თქმით, რჩება დედაქალაქის ტერიტორიების 2-3%, სადაც განაშენიანება კვლავ შეზღუდული იქნება. ძირითადად საუბარია, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ტბა იკვებება.

სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ფრაქციის სახელით დააყენა ინიციატივა, ურბანული კომისიისა და ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა დატოვონ თანამდებობები, რადგან ისინი საამშენებლო ბიზნესიდან მოდიან და მათი მხრიდან საზოგადოების ინტერესების ლობირება ვერ მოხდება.

სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო