მიხეილ ხიდურელი - ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" უშუალოდ აფინანსებს ბიზნესს - ეს ასე არ არის

ყველაზე დიდ გამოწვევად შემიძლია მეტი რეგიონის ჩართულობა დავასახელო, პროგრამის მეტი პოპულარიზაცია რეგიონებში და სწორი შეხედულების დანერგვა, რადგან ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენი სააგენტო უშუალოდ აფინანსებს ბიზნესს. ეს ასე არ არის, - ამის შესახებ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, BDO-ს მიერ "აწარმოე საქართველოში"-ს შეაფასების წარდგენისას განაცხადა.

ხიდურელის თქმით, ბანკი იღებს გადაწყვეტილებას დააფინანსოს თუ არა პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება. მან ასევე აღნიშნა, რომ პროგრამის მიმართ თავიდანვე პოზიტიური მოლოდიები ჰქონდა მის გუნდს, რაც „ბიდიოს“ კვლევის მიხედვით, გამართლდა კიდეც.

„როგორც წესი, მიღებული პრაქტიკაა, რომ როდესაც ახალი ხელმძღვანელობა მოდის, ხშირად ხდება არსებული პროგრამების კრიტიკული შეფასება და მათი შეცვლა ან გაუქმება. ამ შემთხვევაში პროგრამის მიმართ თავიდანვე პოზიტიური დამოკიდებულება გვქონდა. პროგრამამ საკმაოდ დადებითი შედეგები გვაჩვენა. მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში 164 მლნ ლარის მშპ შექმნა 85-მა კომპანიამ და ასეთი კომპანია 441 გვყავს უკვე დაფინანსებული. ყველაზე პესიმისტური გათვლებით მათაც რომ იგივე შედეგი აჩვენონ, ამას დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნება“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდა ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის შექმნა. ეს პროგრამა ხელს უწყობს კომპანიებს, აწარმოონ ქართული პროდუქტი და გაიტანონ ექსპორტზე.

„ბიდიოს“ კვლევის მიხედვით, სააგენტოს 100 ბენეფიციარიდან 7 წარუმატებელი იყო, რაც სააგენტოს დირექტორის შეფასებით, საკმაოდ ნომალური მაჩვენებელია, რამდენადაც ბიზნესის წარმატება კვალიფიკაციასა და სწორ დაგეგმვაზეა დამოკიდებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს