არასამთავრობოები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წევრებს გააცნობენ

ღია საზოგადოების ფონდი, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღია საზოგადოების ფონდიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა 2019 წლის 5 მარტს, ბრიუსელში გაიმართება.

მონიტორინგის ანგარიში საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას ეხება. ანგარიშში შეფასებულია 2017 წლიდან დღემდე დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების შესრულება და მათი ხარისხი. ასახულია მიღწევები და ხარვეზები ბავშვთა და ქალთა უფლებების, გარემოს დაცვის, ანტიკორუფციული სისტემის და საჯარო სამსახურის რეფორმის, მართლმსაჯულების რეფორმის, შრომითი სტანდარტებისა და პროფესიული კავშირების უფლებების, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით.

ღია საზოგადოების ფონდის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრაა ჩანიშნული. „პირველი შეხვედრა 19 თებერვალს ევროკომისიაში იანი ტაივალანტისთან (Jani Taivalantti) გაიმართება, რომელიც ფედერიკა მოგერინის კაბინეტის მრჩეველია საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ამის შემდეგ, გაიმართება შეხვედრები ევროკომისიაში ჰანა იაჰანსთან (Hanna Jahns), რომელიც კომისარ იოჰანეს ჰანის კაბინეტს წარმოადგენს, ევროპარლამენტარებთან სოციალ-დემოკრატ ანდრეას მამიკინთან (Andrejs Mamikins) და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთან ტუნ კელამთან (Tunne Kelam).

20 თებერვალს, ჩატარდება შეხვედრები ე.წ COAST დელეგატებთან, რომლებიც 28 წევრ ქვეყანას წარმოადგენენ. ამავე დღეს, გაიმართება შეხვედრა სოციალისტურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთან, ევროპარლამენტარ კლეირ მუდთან (Clare Moody), ევროკომისიის წარმომადგენლებთან მეთიუ ბუსკეტთან (Mathieu Bousquet) და მიქაელა ჰაუფთან (Michaela Hauf). 20 თებერვლის შეხვედრები დასრულდება შეხვედრით მწვანეთა ჯგუფის/ევროპის თავისუფალი ალიანსის წარმომადგენელ ევროპარლამენტარ ჰეიდი ჰაუტალასთან (Heidi Hautala).

21 თებერვალს გაიმართება შეხვედრები ევროკომისრებთან მარტინ ქვინთან (Martijn Quinn) და იან პეტრისთან (Jan PETRY), ჯიანინა პოპესკუსთან (Gianina Popescu). ამავე დღეს ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მონიტორინგის ჯგუფი შეხვდება ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის (European External Action Service-EEAS) წარმომადგენლებს.

ამავე დღეს, ღია საზოგადოების ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი და დემოკრატიის ევროპული ფონდი უმასპინძლებენ საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც შეჯამდება ასოცირების ხელშეკრულების გავლენა საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს მოქალაქეებზე“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო