ლევან დავითაშვილი - გეოგაპი კარგი სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო პრაქტიკის ქართული ანალოგია

„საქართველოს კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის“ (გეოგაპი) სერტიფიცირების სისტემის აღიარებისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ. „ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ფერმერულ ორგანიზაციებთან. მათ შორის, ფერმერთა ასოციაციასთან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. „გეოგაპი“ კარგი სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო პრაქტიკის ქართული ანალოგია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ნინო ზამბახიძემ კეთილსინდისიერი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სამინისტროსთან თანამშრომლობით, ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის საკითხზე გაამახვილა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, პიტერ ვიბლერის განცხადებით, USAID ამაყობს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც, ქართველ ფერმერებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობა ექნებათ.

აღნიშნული ინიციატივა, ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „ზრდა“ ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას შესაბამისი სამთავრობო უწყებების, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო