არჩილ თალაკვაძე - კარგია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ანგარიშვალდებულების პრაქტიკას ამკვიდრებს

კარგია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ანგარიშვალდებულების პრაქტიკას ამკვიდრებს. ამ კვლევაში ჩანს, რომ პროექტის საერთო ეფექტიანობა მაღალია. ვფიქრობ ეს კვლევა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებისას სააგენტოსთვის „აწარმოე საქართველოში“ უფრო მეტი ბიუჯეტის გამოყოფას დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ BDO-ს მიერ "აწარმოე საქართველოში"-ს ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, პროექტის წარმატებები ჩანს კონკრეტულ რიცხვებით, ამ რიცხვების უკან კი დგანან დასაქმებული ადამიანები და დგას ქვეყნის ეკონომიკა.

„ვფიქრობ, სააგენტოს უნდა მიეცეს საშუალება უფრო მეტად დააფინანსოს მიკრობიზნესები, რომელიც საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას უზრუნველყოფს ამ პროგრამაში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

BDO-ს კვლევის მიხედვით, სააგენტოს 85 ბენეფიციარის მიერ 2014-2018 წლებში შეიქმნა 164 მილიონ ლარზე მეტი მშპ, პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები კი 42.5 მლნ ლარს აჭარბებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო