ხათუნა ლაგაზიძე - მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემიდან იმ ადამიანების არიდება, რომლებმაც შეიძლება ჩვენი შვილების უახლოესი მომავალი უსამართლო სივრცეში ჩატოვოს

„მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემიდან იმ ადამიანების არიდება რომლებმაც შეიძლება ჩვენი შვილების უახლოესი მომავალი უსამართლო სივრცეში ჩატოვოს“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ეკა ბესელიას ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ასეთი ვადით არ აგვირჩევია არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი, ვერც ავირჩევდით, რადგან ამას ჩვენი კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. ჩვენ ვწყვეტთ არა შემდგომი 4 წლით ქვეყნის ბედს, არამედ ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობის მომავალს.

მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას, რომელიც მოემსახურება საზოგადოებრივად აქტიური ნაწილის გაერთიანებას, ოპტიმალური გამოსავლის მოსაძებნად, თუნდაც პლებისციტს. მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მოახერხებენ ამის ორგანიზებას თავად ორგანიზატორები და რამდენად შეგროვდება საჭირო ხელმოწერა. ამ თვალსაზრისით მაქსიმალური აქტივობა არის დასაორგანიზებელი საზოგადოების ყველა იმ წევრისა, რომელიც აქამდე საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის თემაში. ასევე, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემიდან იმ ადამიანების არიდება და განრიდება, რომლებმაც შეიძლება ჩვენი შვილების მომავალი უახლოესი 4 წლის განმავლობაში უსამართლო სივრცეში ჩატოვოს. ამ მხრივ ეს იდეა ჩემთვის მისაღებია“, -აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პლებისციტის ორგანიზატორები ვერ შეძლებენ მხარდამჭერების მობილიზებას, დეპუტატების ნაწილის აქტიურობა და პერსონალური კენჭისყრის პროცესში მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თუკი ვერ მოხერხდა მხარდამჭერების მობილიზება, თუკი ვერ მოხერხდა პროცესების პლებისციტამდე მიტანა, მე ვფიქრობ, რომ დეპუტატები, რომლებიც ემხრობიან მოსამართლეთა უვადო დანიშვნის გადავადებას, ისინი არ უნდა გაერიდონ პერსონალური კენჭისყრის პროცეს. თუ ვერ მოხერხდა იმ იდეის გატანა, რასაც ჰქვია უვადო დანიშვნის შეჩერება, მაშინ პროტესტის უკიდურესი ფორმა და არ მონაწილეობა ინდივიდუალურ განხილვებში არ მიმაჩნია სწორად, რადგან პროტესტი ამ შემთხვევაში არ არის გამოსავალი“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო