“ჩემი ადვოკატი“ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათ სახლს დგამს

თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივას უერთდება და მოწოდებით, „ძაღლებსაც აქვთ უფლება“, მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათ სახლს დგამს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან ცნობეს, ხის სახლები ორგანიზაციის თანამშრომლებმა საკუთარი შემოსავლებით შეისყიდეს და თითოეულ მათგანზე დატანილია ტექსტი: „ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით“.

ხის სახლები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად განთავსდება. როგორც „ჩემი ადვოკატის“ დირექტორი მარინა ბერაძე აცხადებს, 2018 წლის განმავლობაში ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობდა ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციასთან, ასევე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან და სამართლებრივ დახმარებას უწევდა როგორც ცხოველთა მიმკედლებლებსა და პატრონებს, ისე სხვა ფიზიკურ პირებს. მისი თქმით, ეს პროცესი 2019 წელს კიდევ უფრო აქტიურად წარიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა