ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირის ელჩი დამეთანხმა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებით ნამდვილად შეიქმნება სამართლიანობის პრობლემა

ევროკავშირის ელჩი დამეთანხმა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებით ნამდვილად შეიქმნება სამართლიანობის პრობლემა, თუკი ინიცირებულ პროექტს მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ელჩს მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მან თავის მხრივ დაადასტურა მზაობა, დაეხმაროს ქვეყანას ამ მიმართულებით უფრო მეტი რეფორმის განხორციელების საქმეში.

“მე მას ავუხსენი ხედვა, რომელიც ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს ხანგრძლივი და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა პროცესის მიმართ. ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის სწორი გზა, სწორი მიმართულება. მან ამ რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღგვითქვა. რაც შეეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს, რომლის თაობაზეც გუშინ ვიმსჯელეთ, ელჩს პროექტის არსი დეტალურად ავუხსენი. ასევე ავუხსენი პრობლემატური საკითხები, რაც წარმოდგენილ პროექტს უკავშირდება. ევროკავშირის ელჩი დამეთანხმა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებით ნამდვილად შეიქმნება სამართლიანობის პრობლემა, თუკი ინიცირებულ პროეტს მხარს დავუჭერთ, ვინაიდან თუკი ადამიანი არის კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, სასამართლო სისტემაში სულ ახლახან შევიდა და გამოსაცდელი ვადით დაინიშნა, რა უფლებით შეგვიძლია შევუზღუდოთ უფლება, დაინიშნოს უვადო წესით?! ეს საკითხი უკავშირდება კონსტიტუციას, სამართლიანობას და მე მას ეს პოზიცია გავუზიარე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა