კარლ ჰარცელი - მოსამართლეების შესარჩევად კრიტერიუმების დადგენის პროცესი სწორად უნდა წარიმართოს, ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა, გამჭვირვალობა და სანდოობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის პროცესი სწორად უნდა წარიმართოს. ამის შესახებ ელჩმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა რიგი საკითხები. ჩემთვის, ევროკავშირისთვის ეს პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტია. შევთანხმდით, რომ რიგ საკითხებზე გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. განვიხილეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. ასევე შევეხეთ მოსამართლეების შერჩევის პროცედურას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. სწორად უნდა წარიმართოს შერჩევის კრიტერიუმების დადგენის პროცესი, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა, გამჭვირვალობა და სანდოობა პროცესის ფარგლებში. ჩვენ პარლამენტთან ვსაუბრობთ ამ საკითხზე და განვაგრძობთ შეთავაზებებისა და რჩევების მიცემას, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს“, - განაცხადა ელჩმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო