სამტრედიის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.

აფეთქების დროს სახლში 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.

ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსით გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და ,,სოკარ გაზის" სამტრედიის წარმომადგენლობა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: კადრები სოფელ ტოლებიდან, სადაც 2-სართულიანი სახლი ბუნებრივი აირის აფეთქებამ დაანგრია - 68 წლის მამაკაცი დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის