გიორგი ტყემალაძე - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის დასკვნითი ეტაპი დაიწყო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, სხდომა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ „სითი ინსტიტუტს“ და თბილისის მერიას მასშტაბური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ტყემალაძემ ოპოზიციას მოუწოდა, ჩაერთონ არამარტო გენერალური გეგმის მიღების პროცესში, არამედ იმ დაანონსებული ცვლილებების განხილვაში, რომელიც უკვე შემდგომ ეტაპზე განხორციელდება.

„თბილისის მერია და სითი ინსტიტუტი დოკუმენტის შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს საკრებულოში. წარმოდგენილი იქნება ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის წესებში ცვლილებები, რომელშიც აისახება რეგულაცია, რომელიც K2 კოეფიციენტის გადაჭარბების შეზღუდვას შეეხება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო