ვახტანგ შაქარიშვილი - პრობლემური არეალების დაგეგმარების პროცესში მერიის როლი უნდა იყოს პროაქტიური და წამყვანი

თბილისის საკრებულოში მიმდინარე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს განიხილავდნენ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ურბანული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის მიერ 2018 წელს მოწონებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ მსჯელობა გაიმართა. როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა განმარტა, პროექტში გათვალისწინებული ჩარჩო გეგმების თერთმეტი არეალიდან, ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და პრობლემური არეალი საბურთალოს მე-6 ოლქში მდებარეობს, ე.წ. „აკადემ ქალაქი“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ) და „გრეკების დასახლება“ (ვერეს მარცხენა ფერდი).

აღნიშნულ საკითხის მნიშვნელობაზე, ვახტანგ შაქარიშვილმა თბილისის მერის მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ისაუბრა. მისი თქმით, პრინციპულია, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტის როლი განისაზღვროს.

„ ჩემი პოზიციაა, რომ ის უნდა იყოს პროაქტიური და წამყვანი. მუნიციპალიტეტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, შეიმუშავოს აღნიშნული ტერიტორიების განვითარების გეგმა, (მოამზადოს შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები), სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის, ქალაქის და ბიზნესის ინტერესების დაბალანსება. აღნიშნულ არეალში ადამიანები სიცოცხლისათვის კრიტიკულად სახიფათო პირობებში ცხოვრობენ და მათთვის ვადები ძალიან მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტის როლის პროაქტიურობა საჭიროა, რათა გონივრულ ვადებში იქნას მომზადებული და შეთავაზებული გასაგები და კონკრეტული სამოქმედო გეგმა“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს