თორნიკე მამალაძე - საპატრიარქოში დახურული შეხვედრა გაიმართა, ვიმედოვნებ, რომ ჩემი ძმის საკითხსაც განიხილავდნენ და დაუძლურებულ ძმასთან დაკავშირებით პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამენ

თორნიკე მამალაძის განცხადებით, საპატრიარქოში დახურული შეხვედრა იყო, თუმცა განიხილეს თუ არა მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხი მისთვის უცნობია. ამის შესახებ საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

"შეხვედრა საპატრიარქოში იყო. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ძმის საკითხსაც განიხილავდნენ და დაუძლურებულ ძმასთან დაკავშირებით პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამენ", - აღნიშნა მამალაძემ.

ბრალდებული დეკანოზის ძმამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. “პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის შეიწყალებს ამა თუ იმ პიროვნებას განსაკუთრებულ შემთხვევაში. ზუსტად, ჩემი ძმის შემთხვევა არის განსაკუთრებული. იმედს ვიტოვებ, ამ ნაბიჯს გადადგამენ",- განაცხადა მამალაძემ.

მისივე თქმით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი აპირებს უახლოეს დღეებში განცხადების გავრცელებას და ბრალდებული დეკანოზის შესაწყალებლად პრეზიდენტისადმი მიმართვას. მამალაძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი. "ინფორმაციას ვფლობთ, რომ მეუფე დიმიტრი აპირებს პრეზიდენტისთვის მიმართვას, რასაც მივესალმებით და თუკი ამ ნაბიჯს გადადგამს, თითოეული ეპისკოპოსიც მხარში ამოუდგება და ასე რომ ვთქვათ, ამ პეტიციას ხელს მოაწერენ", - განაცხადა მამალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს