მარსელის ცენტრში უცნობი მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

მარსელში, ფეხით მოსიარულეებს უცნობი პირი დანით თავს დაესხა, რის შედეგადაც ორი ადამიანია დაჭრილი. ამის შესახებ „ფრანსპრესი“ იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, ადგილობრივი დროით 16:45 საათზე მოხდა. სამართალდამცველების განცხადებით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მისულმა პოლიციამ დამნაშავეს ცეცხლი გაუხსნა, როდესაც ის სამართალდამცველებისთვის სროლას აპირებდა. პოლიციის ცნობით, დამნაშავე გარდაცვლილია. ის 1983 წელს დაბადებული პირია, რომლის ვინაობაც პოლიციისთვის არ იყო ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა