ესპანეთში 66 ნარკომოვაჭრე დააკავეს და 7 ტონა ჰაშიში ამოიღეს

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ორი ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, 60-ზე მეტი ნარკომოვაჭრე დააკავა.

მთლიანობაში დაკავებულია 66 ადამიანი, რომელთაგან ამოღებულია შვიდი ტონა ჰაშიში, ოთხი კატერი, სამი მანქანა და იარაღი. ანდალუზიის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში 22 ჩხრეკა ჩატარდა, მათ შორის, კადის პროვინციაში, საიდანაც ესპანეთში ნარკოტიკების 40 % ხვდება.

დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს