დავით უსუფაშვილი - “თიბისი“-ს საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ვანო ჩხარტიშვილმა, კობა გვენეტაძემ და შალვა თადუმაძემ

ქუჩური გარჩევები კანონით დასჯადი უნდა გახდეს - რა საქმე მოაგვარა ბიძინა ივანიშვილმა ხაზარაძესა და ჩხარტიშვილს შორის ან რა ვერ მოაგვარა, შესაძლოა ახალი კანონის ფონზე უკეთ გაირკვეს, - ამის შესახებ “შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

უსუფაშვილის აზრით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სწორედ ივანიშვილი იღებს, ხოლო “თიბისი“-ს საქმეში პოლიტიკური გადაწყვეტილების კვალი აშკარად ჩანს.

“11 წლის წინანდელი საქმე სადრე იყო დამალული და ასე უცბად ამოტივტივდა?! სწორი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ასეთ საქმეებში ფიგურირებს. ივანიშვილმა თავად არ გვითხრა, რომ ვცადე შერიგება თუ საქმის მოგვარება ხაზარაძესა და ჩხარტიშვილს შორისო? ეს თვითონ არ გვითხრა?! ვინმემ დავაბრალეთ ივანიშვილს ეს ამბავი?! სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, ქუჩური გარჩევები დასჯადი უნდა გახდეს. რა ტიპის გარჩევა იყო, რა მოაგვარეს ან რა ვერ მოაგვარეს, შესაძლოა ახალი კანონის ფონზე უკეთ გაირკვეს. გარჩევა გარჩევაა და სასამართლოსა და ოფიციალური სტრუქტურების გარეთ თუ რაიმე ირჩევა, გინდ ბეტონის შენობაში იყოს, გინდ გადაუხურავ ქუჩაში და გინდ შუშის შენობაში. დავების გარჩევა სასამართლოში ვიცი, ხოლო დავების სხვაგან გარჩევა ახალი პრობლების შექმნას ნიშნავს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი იმასაც ამბობს, რომ “თიბისი“-ს საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ვანო ჩხარტიშვილმა, კობა გვენეტაძემ და შალვა თადუმაძემ.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა