ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რაშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ეს აწუხებთ ადგილობრივ მცხოვრებლებს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე მაია ბითაძის თქმით, წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და მას ახალი უჯრედი დაემატება. „ნაგავსაყრელი ნამდვილად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მისი არასწორად დაგეგმარების გამო, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა. როგორც გასულ წელს, ასევე, მიმდინარე წელს, ძალიან მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვატარებთ და წელს უფრო ფართომასშტაბიანს ჩავატარებთ იმისთვის, რომ ნაგავსაყრელიდან მეთანის წარმოშობისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელების საკითხი გადაწყდეს. ასევე, დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შეგვეძლება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელსაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო