დავით ასათიანი აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური საკითხების ხელმძღვანელის მოადგილეს ანნი სლაკს და იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში, მაიკლ გრანტს შეხვდა.

ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სასამართლო სისტემის ირვლივ განვითარებული პროცესები და პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ბოლო დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგი მოსამართლე წევრების მიერ ადვოკატთა ასოციაციის, ასოციაციის წევრების და თავმჯდომარის მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს და მსგავსი ქმედებების შესაძლო უარყოფით შედეგებს მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს აქტიური თანამშრომლობის გეგმები, განსაკუთრებით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა