გედევან ფოფხაძე - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის ამოქმედება შეცდომა იყო, რაც უნდა გამოსწორდეს

დეპუტატ გედევან ფოფხაძის შეფასებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის ამოქმედება შეცდომა იყო, რაც უნდა გამოსწორდეს.

როგორც ფოფხაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, გარკვეულმა პოზიტიურმა უფლებამ ერთ მოცემულობაში შესაძლოა კარგად იმუშაოს, სხვა მოცემულობაში - საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს.

“მე დავინახე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია მოსამართლეები უვადოდ დანიშნოს და ის ამ უფლებას ბოროტად იყენებს. მოსამართლის უვადოდ დანიშვნა პრინციპის დონეზე არის თუ არა მისაღები, ეს იურიდიული ნიუანსია, მაგრამ არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში ეს უფლება ბოროტად არის გამოყენებული. არ შეიძლება ერთი და იგივე სტანდარტი კარგი იყოს სხვადასხვა მოცემულობაში“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლებად განამწესებს არა საზოგადოებისათვის მისაღებ ადამიანებს, არამედ გადაწყვეტილებებს ჯგუფის ინტერესის გათვალისწინებით იღებს.

იხილეთ ვიდეო: "ჩვენ უნდა მივიღოთ ეს კანონი, შევაჩეროთ უვადო დანიშვნები"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა