მაია ბითაძე -  თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგემება.

გარემოსდამცველი ნატა ფერაძის კითხვას თემაზე, თუ როდის და რა სქემით იგეგმება დედაქალაქში მცენარეების მკურნალობა, მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განმარტა, რომ მიმდინარე წელს, მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული დღე დღეზე გამოვლინდება.

“ფიტოსანიტარიის მიმართულებით დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მიდგომები ფიტოსანიტარიაში მედიცინის მსგავსად ვითარდება. როგორც აღმოჩნდა, მცენარეების მკურნალობის კუთხით ადრე გამოყენებული მეთოდები მოძველებულია და ნაკლებ ეფექტს იძლევა. წელს კი მცენარეების მკურნალობას ახალი მეთოდებით დავიწყებთ. გეგმიური შეწამვლის სამუშაოები გასულ წელსაც მიმდინარეობდა. მეორე გამოწვევა დაგვხვდა, ასევე, წიწვოვან მცენარეებთან, ე. წ. შავ ფიჭვებთან დაკავშირებით. სოკოვანი დაავადების გარდა, მათ დამატებით აღმოაჩნდათ სხვა დაავადებაც, ე.წ. ტამიკუსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. ჩვენ ამ მიმართულებითაც წელს მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. პარტნიორები არიან ჩვენი უცხოელი ექსპერტები, რომლებთან მომავალში უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლებთ და ფიტოსანიტარიის მიმართულებას თბილისში თანამედროვე რელსებზე დავაყენებთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა