ზვიად კუპრავა - პოლიციაში ჩემი ფეხით მისვლას არ ვაპირებ

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა საგამოძიებო უწყებაში არ მივა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად ზვიად კუპრავამ განუცხადა. ის დღეს, 12:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ბრიფინგს გამართავს.

ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დღეს დააკავონ. როგორც ის აცხადებს, მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალი სამართლებრივი პროცესი არ არის.

„ჩემი ვარაუდით, დღეს, დღის მეორე ნახევარში, ან ხვალ დამაკავებენ. ახალი ბრალი წარმიდგინეს, თითქოს ირაკლი ზაქარეიშვილი ვცემე. ეს სამართლებრივი პროცესი არ არის, ეს პოლიტიკური პროცესია და აქ ვეპატიჟები, ოფისში, აქ ვარ არსად ვიმალები, უბრალოდ, იქ ჩემი ფეხით მისვლას არ ვაპირებ“, - აცხადებს კუპრავა.

კუპრავას თქმით, მას გუშინ გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა დღეს, 12:00 საათზე საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული.

იხილეთ ვიდეო: ზვიად კუპრავა - პოლიციაში ჩემი ფეხით მისვლას არ ვაპირებ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა