მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მრავალშვილიანი დედებისთვის ავტორბოლის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი დედებისთვის ავტორბოლის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის ოქმშია განმარტებული, ტენდერის შეწყვეტის მიზეზი ის გახდა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი მთაწმინდის რაიონში მცხოვრებმა არამრავალშვილიანმა ქალბატონებაც გამოთქვეს. მსურველებისგან ტენდერის დასრულების ეტაპზე მთაწმინდის გამგეობაში მოიმატა შეტყობინებებმა.

ოქმში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სახელმწიფო შესყიდვის კანონმდებლობით, შემუშავებულ სატენდერო დოკუმენტაციაში შეუძლებელია ცვლილების შეტანა, ხოლო სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში არ ხერხდება მსურველების უმრავლესობის დაკმაყოფილება, კომისიამ მხარი დაუჭირა ტენდერის შეწყვეტას, ამასთან, იგეგმება მომზადდეს შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია გარემოებების გათვალისწინებით და ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი.

შეგახსენებთ, რომ 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი, რომლის მიხედვითაც მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის, მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით ავტორბოლის ღონისძიების ორგანიზებას აპირებდა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე 1-ელ თებერვალს განთავსდა, მიწოდების ვადად კი 8 მარტი განისაზღვრა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა