ლევან დავითაშვილი - ბიზნესექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი რეგულაციები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. სამინისტროს მანდატი ბევრ მიმართულებას მოიცავს, შესაბამისად, კითხვები რომლებიც ბიზნეს აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ახალი ეტიკეტირების წესი, რომელიც სურსათთან დაკავშირებით მომხმარებლის მაქსიმალურად ინფორმირებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე, რაც პლასტიკის პარკების აკრძალვას ეხება. მონაწილეებმა სურსათის ეტიკეტირების წესთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციაზეც იმსჯელეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის შედეგები, რომლებიც გასულ წელს დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროექტებთან მიმართებაში. ასევე, აქტუალური იყო ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულო ხდება. ინფორმაცია მოვისმინეთ იმ ახალი ინიციატივებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც სამინისტროს აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიოწარმოების ხელშეწყობა, რაც აქტუალურია მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში კონკრეტული პროგრამა შემუშავდა აღნიშნული მიმართულებით“, - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა მელაძემ.

შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის პროგრამის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენელების შეკითხვებს უპასუხა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა