გაერო-ს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი იმედოვნებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი საქართველოს სასამართლოებში გამჭვირვალედ წარიმართება.
მისი განცხადებით, მისასალმებელია, რომ ამ პროცესისადმი სამოქალაქო აქტივობა ძალიან მაღალია.
„როგორც იცით, საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო დემოკრატიაზე. სწორედ ახლახან მოხდა ეს პროცესი და ალბათ ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პირველი გამოცდა საქართველოს პარლამენტისთვის. ასევე ძალიან სასიხარულოა იმის დანახვა, რომ სამოქალაქო აქტივობა და საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის გარშემო არის ძალიან მაღალი და ჩვენ ველოდებით, რომ სრულად, ყოველგვარი წესების, რეგულაციების და კანონის დაცვით და გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი“, - განუცხადა ვინტონმა ჟურნალისტებს.