ლევან გოგიჩაიშვილი - გამოდის, რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან

ის, რომ ჩინჩალაძეს ვიღაცა დასანიშნი ჰყავს და რა ეშველება იმ მოსამართლეს, რომელსაც ჩინჩალაძე ცოტა ხანი ვერ დანიშნავს, ეს არ არის არგუმენტი, რომლითაც საზოგადოებას უნდა უპასუხო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტზე უმრავლესობის შეხვედრაზე ორჯერ იმსჯელეს და მაშინ არავის წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს.

"თბილისის მერის დავალებით ბიძინა გეგიძის პროექტი რომ ჩააგდეს რეკრეაციასა და სპორტულ მოედნებზე და მერე კუჭავას ხელით გუშინ ახალი კანონპროექტი შემოიტანეს, დაახლოებით, ასეთი ვარიანტია. რას ნიშნავს ახლა ჩავაგდებთ და ხვალ ვიმსჯელებთ? - ეს არასერიოზულია. გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან. კი ბატონო, ოღონდ საქმე გააკეთონ და საერთოდ გავიწევით გვერდით. ჩემთვის კი არ ვაკეთებ ან სახლში წასაღებად კი არ მინდა ეს ყველაფერი, ქვეყნისთვის ვაკეთებთ.

ის, რომ ჩინჩალაძეს ვიღაცა დასანიშნი ჰყავს და რა ეშველება იმ მოსამართლეს, რომელსაც ჩინჩალაძე ცოტა ხანი ვერ დანიშნავს, ეს არ არის არგუმენტი, რომლითაც საზოგადოებას უნდა უპასუხო. მეორე მომენტი - კობახიძის განცხადება, რომ ამაზე არ გვიმსჯელია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ორჯერ ვიმსჯელეთ და ამ კანონპროექტთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გვქონია. არც იმ ადამიანებს არ უთქვამთ არაფერი, ვინც დღეს ერთმანეთს ასწრებენ ეთერში გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციურია.

ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა იქნება ხვალ. დღეს რატომღაც ვერ მოესწრო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს და ვფიქრობ, პარლამენტში ბევრია ადამიანი, ვინც თვლის, რომ ეს ხედვა სწორია,"- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა