ლუიზა ვინტონი - ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის ახალი პროექტი საქართველოში მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება

გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, ლუიზა ვინტონის განცხადებით, ახალი პროექტი, რომელსაც ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა საქართველოში ერთობლივად იწყებენ, ემსახურება მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ქვეყანაში.

როგორც ლუიზა ვინტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი, რომელიც მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას გულისხმობს, საქართველოში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირთან ერთად ვიწყებთ ახალ ინიციატივას, რომელიც ეხება მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას საქართველოში. ჩვენ მედიაციასა და არბიტრაჟს ვუყურებთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმების, რადგანაც ის მხარეებს სთავაზობს ურთიერთმომგებიან გადაწყვეტილებებს და ასევე ეხმარება მათ, რომ სასამართლოებში დაზოგონ ფული და დრო.

ეს არის ძალიან პროგრესული რეფორმა, რომელსაც ახორციელებს საქართველო. ასევე საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ გახდეს მართლმსაჯულების რეფორმების რეგიონული ჰაბი და ამ მხრივ დავების გადაწყვეტის ალტერნალიული გზების განვითარებას პრინციპული მნოშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

ამასთან, როგორც ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობებში აცხადებენ, საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მხარდაჭერის ახალი ფაზა 2019-2020 წლებში განხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 850 000 ევროა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო