ზვიად კუპრავა - ირაკლი ზაქარეიშვილი არ მიცემია და ამის მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს - საქმე არის შეთითხნილი, რომ მოხდეს ჩემი იზოლირება

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებლის, ზვიად კუპრავას განცხადებით, ირაკლი ზაქარეიშვილი მას არ უცემია და ამის მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს. ამის შესახებ კუპრავამ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე არის შეთითხნილი იმ მიზნით, რომ მოხდეს მისი, როგორც აქტიური პირის განეიტრალება და იზოლირება საზოგადოებიდან.

„როგორც იცით, მე უკვე მაქვს წაყენებული ერთი აბსურდული ბრალი სხვისი თეფშიდან ჭამის საქმეზე, რომელზეც მაქვს შეფარდებული გირაო 5000 ლარის ოდენობით. გუშინ მე დამირეკა გამომძიებელმა შსს-დან, რომელმაც ტელეფონით წამიკითხა და გამაცნო ბრალის დადგენილება 126-ე მუხლის 1-ნაწილით შედგენილი და მთხოვა 12:00 საათზე მივსულიყავი პოლიციაში და ჩამებარებინა ბრალი. ისევე როგორც პირველი საქმე, აბსურდულია ეს მეორე საქმეც, რომელიც ეხება ე. წ. ადვოკატის, რეალურად კი აგენტ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივარს, თითქოს მე ის სასამართლოში ვცემე. ცალსახად ვაცხადებ, რომ ირაკლი ზაქარეიშვილი მე არ მიცემია და ამის მტკიცებულება ბუნებაში ვერ იარსებებს. შესაბამისად, საქმე არის შეთითხნილი იმ მიზნით, რომ მოხდეს ჩემი, როგორც აქტიური პირის განეიტრალება და იზოლირება საზოგადოებიდან. მე ვარ აქ, ვაგრძელებ მუშაობას. არ ვაპირებ არსად გაქცევას. ეს პოლიტიკური ბრალია, პოლიტიკური დისკუსიები კი პოლიტიკურ მაგიდასთან უნდა გაიმართოს”, - განაცხადა კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა დღეს, 12:00 საათზე საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა